ტობავარჩხილის ტბები (ვერცხლის ტბა)

ტობავარჩხილის ტბა მდებარეობს სამეგრელო-ზემო სვანეთში, ეგრისის ქედზე, ზღვის დონიდან 2650 მეტრზე. ტობავარჩხილი არის ყველაზე დიდი ტბა ეგრისის ქედის ტბებს შორის. ტბა მდინარე მაგანას წყაროა, რომელიც ქმნის ულამაზეს კანიონს ტბის მახლობლად. ახლოს მდებარეობს სამი ტბა: დიდგალის ტობა, კალალიშის ტობა და წაქაწკარის ტობა.
გეგმა:


1 დღე: ნატიპურუ - პატარა ტბა (ოყოჯე)
2 დღე: პატარა ტბა (ოყოჯე) - ტობავარჩხილი (ვერცხლის ტბა)
3 დღე: ნატიპურუ - მუხური
ეგრისის ქედი (სამეგრელოს ქედი, ოდიშის ქედი) არის კავკასიონის სისტემის სამხრეთ კალთის გასწვრივი გვერდითი ქედი, რომელიც მდებარეობს სამეგრელო - ზემო სვანეთში. ქედის ქვედა ზონა, 1200 მეტრამდე, შემოსილია ფართოფოთლოვანი ტყეებით (მუხა, რცხილა, წაბლი, წიფელი), უფრო ზემოთ, 2100 მეტრამდე, წიწვიანებით (სოჭი, ნაძვი), ხოლო სულ ზემოთ სუბალპური და ალპური მდელოებით. ქედიდან სათავეს იღებენ მდინარეები: მაგანა, ტეხური, ხობი, თხეიში, კასლეთი და სხვა. ეგრისის ქედი არაერთი ულამაზესი ტბის მშობელია. ტობავარჩხილი (ვერცხლის ტბა),ოხოჯეს ტბა (ცაშკიბულის ტობა, პატარა ტბა), კალალიშ ტბა , დიდღალიშ ტბა, წაქაწყალიშ ტბა, ოკარეს ტობა, ლაკუმურაში და სხვა.
ეგრისის ქედზე განლაგებულ ტობავარჩხილის ულამაზეს ტბებზე სხვადასხვა მარშრუტით შეიძლება მოხვედრა. ლაშქრობის დაწყება და დამთავრება შეგიძლიათ სამ ყველაზე გავრცელებული ადგილიდან: 1. მუხური; 2. სქური; 3. ხაიში.
მარშრუტის დასაწყებად ყველაზე პოპულარული ადგილია მუხური, რადგან მუხურიდან მაღალი გამავლობის ტრანსპორტით შესაძლებელია ნათიფურის მწყემსების ქოხამდე მისვლა. მწყემსების ქოხი ზღვის დონიდან 1930 მეტრზე მდებარეობს და უმაღლესი წერტილია სადაც ტრანსპორტით შეიძლება მიხვიდეთ დარჩენილ ორ ვარიანტთან შედარებით.

ქვემოთ გთავაზობთ მარშრუტის ერთ-ერთ ვერსიას, რომელიც მოიცავს ეგრისის ქედის ძირითად და შედარებით მარტივად მისადგომ ტბებს. მარშრუტი იწყება და მთავრდება ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურში.


$500
$900
ტურის სრული ღირებულება
შეძენა
დაგვიკავშირდით,
ჩვენი გუნდი მუდამ მზად არის თვენს დასახმარებლად.
Georgia _ Tbilisi
Phone: +995 598 992 606
Email: geohikerr2024@gmail.com
Contact us
Telegram
Messenger
Skype
Mail
Phone
WhatsApp
Made on
Tilda