ქუთაისი ქრისტეს შობამდე 1400 წლით ადრე დაარსდა და ის მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. იგი საოცარი იუმორის, სითბოსა და სიყვარულის ადგილია. ამას ამბობს ყველა, ვისაც აქ ერთხელ მაინც უმოგზაურია.ქუთაისსა და მის შემოგარენში ადამიანი ქვედა პალეოლითის ხანიდან ცხოვრობდა. აქ აღმოჩენილია დინოზავრის ნაკვალევი და „ოქროს საწმისის“ მაძიებელი „არგონავტების“ კვალიც კი ამ ქალაქში მოდის. საუკუნეების განმავლობაში ქუთაისი ქვეყნის კულტურული და პოლიტიკური ცენტრი იყო, VIII საუკუნიდან XI საუკუნემდე კი - საქართველოს დედაქალაქი. სახელი „ქუთაისი“ სამი სიტყვისგან შედგება: ქვა, მთა და ისი - ქალაქი ქვასა და მთას შორის. განსხვავებულ ეპოქებში მას სხვადასხვა სახელით მოიხსენიებდნენ - აია, ქუთაია და ქუთათისიუმი.
ტურის გეგმა: ორდღიანი ტური ქუთაისში – ისტორია, ბუნება და თავგადასავალი!
⚫ უფლის ციხე ⚫ გელათი ⚫ პრომეთე ⚫ ოკაცეს კანიონი ⚫ კინჩხის ჩანჩქერი
დღე 1 – ისტორიული მემკვიდრეობა და მიწისქვეშა საოცრებები
დილის გამგზავრება თბილისიდან
უფლისციხე – ერთ-ერთი უძველესი კლდეში ნაკვეთი ქალაქი საქართველოში
გელათის მონასტერი – იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ქართული მეცნიერების და სულიერების ცენტრი
სათაფლიის ან პრომეთეს მღვიმე(მონაწილეთა სურვილისამებრ) – მიწისქვეშა მღვიმეები, სტალაქტიტებით, სტალაგმიტებითა და უნიკალური განათებით
დღე 2 – კანიონების მაგია და ბუნების სიმშვენიერე
ოკაცეს კანიონი – გასეირნება დაკიდულ ბილიკზე, რომელიც საოცარ ხედებს შლის
ოკაცეს ჩანჩქერი – სუფთა ჰაერი და წყლის ხმა – იდეალური ადგილი მცირე პიკნიკისთვის ან დასვენებისთვის