ხევსურეთის ფართობი დაახლოებით 1050 კვადრატული კილომეტრია. რეგიონი რთული რელიეფით გამოირჩევა, სადაც მრავალი ღრმა ხეობა და ციცაბო ფერდობია. ჰავა რეგიონში გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით მნიშვნელოვნად იცვლება: პირაქეთა ხევსურეთში სიმაღლე ზღვის დონიდან 650-2000 მეტრამდე მერყეობს, აქ ჰავა შედარებით რბილია. პირიქითა ხევსურეთი კი ზღვის დონიდან 2800-4500 მეტრზე მდებარეობს, სადაც ჰავა ალპურ ზონაში ვრცელდება და შესაბამისად მეტად მკაცრია.
ტურის გეგმა: ორდღიანი ტური ხევსურეთში – თავგადასავლების სამოთხე!
⚫ ანანური ⚫ ლებაისკარის კოშკი ⚫ შატილი ⚫ მუცო
დღე 1 – ისტორია, სიმაგრეები და მთის ჯადოსნობა
გამგზავრება დილით თბილისიდან
ანანური – შეჩერება და ექსპლორაცია შუასაუკუნეების ულამაზეს ციხე-კომპლექსში ჟინვალის წყალსაცავის ფონზე
ლებაისკარის კოშკი – გაჩერება გზად; მინი ლაშქრობა და პატარა პიკნიკი კოშკთან
შატილი – ხევსურეთის სიმბოლო, უნიკალური კოშკური არქიტექტურა, ფოტოების და პატარა ექსკურსიის დრო
დაბანაკება შატილთან ახლოს –
დარჩენა კარვებში მთის ფონზე
ჩვენი "ჩვენებური პონტი" – ცეცხლი, ხევსურული ღვინო/ჭაჭა, ლოკალური საჭმელი და მთის ამბები
დღე 2 – მუცოს ზღაპარი და ექსტრემის დრო
დილის ლაშქრობა მუცოსკენ – ერთ-ერთი ყველაზე მისტიკური და ლეგენდებით სავსე სოფელი
ლანჩი/საგემოვნო შეჩერება ადგილობრივ რესტორანში
ჯომარდობა (სურვილისამებრ) – მდინარეზე ადრენალინით სავსე დასასრული მათთვის, ვისაც თავგადასავლები უყვარს