ლაგოდეხის ეროვნული პარკის ტერიტორიები მოიცავს
ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალსა (19749 ჰა.) და
აღკვეთილს (4702 ჰა.). ეს უკანასკნელი განათლებისა და რეკრეაციის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის განვითარების გზით ხელს უწყობს ვიზიტორებში ბუნების აღქმის ოპტიმალური პირობების შექმნას. პარკი გამორჩეულია წიფლნარ-რცხილნარი ფართოფოთლოვანი ტყით, გურგენიანის ჩანჩქერით. ეროვნული პარკი მოიცავს, აგრეთვე, ტყისა და ალპური მდელოების დამაკავშირებელ ბილიკთა სისტემას, რომელზეც გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ სპეციალურად განსაზღვრულ მარშრუტებზე ფეხითა და ცხენით. დღეისათვის ლაგოდეხის ეროვნული პარკის ტერიტორიების აღკვეთილში მოწყობილია თვალწარმტაცი, უსაფრთხო და ინფორმატიული
ხუთი ტურისტული მარშრუტი, კერძოდ: ,,როჭოს ჩანჩქერი“, ,,ნინოსხევის ჩანჩქერი“, ,,მაჭის ციხე“, ,,შავი
კლდეების ტბა“ და „
ბუნების შემეცნების ბილიკი“.
ლაგოდეხის ეროვნული პარკის ტერიტორიების ცენტრალურ შესასვლელში მდებარეობს
ადმინისტრაციული და ვიზიტორთა ცენტრი. ადმინისტრაციულ კორპუსში მოწყობილია საექსპოზიციო და საპრეზენტაციო დარბაზი, სადაც ვიზიტორს შესაძლებლობა ეძლევა გაეცნოს ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების სპეციფიკას, ტარიფებს, უსაფრთხოების წესებს და არსებულ
ტურისტულ მარშრუტებს.
.