ლაგოდეხის ეროვნული პარკი

ლაგოდეხის ეროვნული პარკი - მდებარეობს კახეთის მხარეში, ქალაქ ლაგოდეხში, საქართველოს უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში კავკასიონის სამხრეთ ფერდობებზე, ზღვის დონიდან 590-3500 მეტრ სიმაღლემდე. იგი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოდ შემონახული, პირველყოფილი, ველური ბუნებრივი ლანდშაფტებით მრავალფეროვანი პარკია
ლაშქრობის გეგმა:


დაგეგმა ხდება პერსონალურად რადგან ნაკრძალში მრავალი ბილიკია , ლაშქრობის ხანგრძლივობა 3 დღე
ლაგოდეხის ეროვნული პარკის ტერიტორიები მოიცავს ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალსა (19749 ჰა.) და აღკვეთილს (4702 ჰა.). ეს უკანასკნელი განათლებისა და რეკრეაციის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის განვითარების გზით ხელს უწყობს ვიზიტორებში ბუნების აღქმის ოპტიმალური პირობების შექმნას. პარკი გამორჩეულია წიფლნარ-რცხილნარი ფართოფოთლოვანი ტყით, გურგენიანის ჩანჩქერით. ეროვნული პარკი მოიცავს, აგრეთვე, ტყისა და ალპური მდელოების დამაკავშირებელ ბილიკთა სისტემას, რომელზეც გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ სპეციალურად განსაზღვრულ მარშრუტებზე ფეხითა და ცხენით. დღეისათვის ლაგოდეხის ეროვნული პარკის ტერიტორიების აღკვეთილში მოწყობილია თვალწარმტაცი, უსაფრთხო და ინფორმატიული ხუთი ტურისტული მარშრუტი, კერძოდ: ,,როჭოს ჩანჩქერი“, ,,ნინოსხევის ჩანჩქერი“, ,,მაჭის ციხე“, ,,შავი კლდეების ტბა“ და „ბუნების შემეცნების ბილიკი“.
ლაგოდეხის ეროვნული პარკის ტერიტორიების ცენტრალურ შესასვლელში მდებარეობს ადმინისტრაციული და ვიზიტორთა ცენტრი. ადმინისტრაციულ კორპუსში მოწყობილია საექსპოზიციო და საპრეზენტაციო დარბაზი, სადაც ვიზიტორს შესაძლებლობა ეძლევა გაეცნოს ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების სპეციფიკას, ტარიფებს, უსაფრთხოების წესებს და არსებულ ტურისტულ მარშრუტებს..


$500
$900
ტურის სრული ღირებულება
შეძენა
დაგვიკავშირდით,
ჩვენი გუნდი მუდამ მზად არის თვენს დასახმარებლად.
Georgia _ Tbilisi
Phone: +995 598 992 606
Email: geohikerr2024@gmail.com
Contact us
Telegram
Messenger
Skype
Mail
Phone
WhatsApp
Made on
Tilda