ჩვენს შესახებ
ჩვენი ჯგუფი 2017 წლიდან აწყობს ლაშქრობებსა და ტურებს საქართველოში. ამ წლებში ბევრ საოცარ ადგილს ვეწვიეთ, დავინახეთ ქვეყნის ულამაზესი ბუნება და შევქმენით დაუვიწყარი მოგონებები.
საქართველოში ტურისტული აქტივობები სულ უფრო მეტ ადამიანს აინტერესებს, თუმცა მათი დაგეგმვა ხშირად სირთულეებთან არის დაკავშირებული – მარშრუტის არჩევა, საჭირო კონტაქტების მოძიება და ორგანიზაციული დეტალების მოგვარება დროსა და ენერგიას მოითხოვს. სწორედ ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ, მოგზაურებისთვის ამ პროცესის გამარტივება და ლაშქრობებისა და ტურების შეძენა დისტანციურად ხელმისაწვდომი გაგვეხადა.